Severity: Notice
Message: Only variable references should be returned by reference
Filename: core/Common.php
Line Number: 257
Severity: Warning
Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/trtravel/public_html/system/core/Exceptions.php:185)
Filename: libraries/Session.php
Line Number: 687
კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმასპინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს.
კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან. შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა... შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4 გრადუსია, ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა - 1100 მმ. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის. ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია: ივლისი, აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16 +20 გრადუსებს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს მზის სხივებით სამკურნალო კურორტის სახელს. შოვი ცნობილია მინერალური წყლებით, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმის ჰიდროკარბონატი,) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. შოვის მინერალური წყლები შეიძლება გამოიყენოთ ანემიის, დაბალი წნევის, შინაგანი დაავადებების, ბრონქიალური ჯირკვლების და სხვათა სამკურნალოდ. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორებიცაა ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი, მდინარეზე კაიაკებით დაშვება...