A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/trtravel/public_html/system/core/Exceptions.php:185)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 687

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/trtravel/public_html/system/core/Exceptions.php:185)

Filename: core/Input.php

Line Number: 286

საირმე
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
დაადასტურეთ პაროლი


ელ-ფოსტა
პაროლი
საირმე
საირმე

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში.

კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა. კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო "საირმე", რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, 'კრაფტის' უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ. დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო 'საირმის' ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით. საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ მინერალური წყაროები ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. წყაროები კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროდ გადმოედინება. ისინი ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ჩატარებული ქიმიური ანალიზის შემდეგ წყაროები დაინომრა, მკვეთრად განისაზღვრა თითოეული მათგანის უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები, აშენდა თანამედროვე ტიპის ბიუვეტები, რაც კომფორტულს ხდის დამსვენებლისათვის სამკურნალო წყაროების მიღებისა და სწორი დოზირების განსაზღვრის პროცესს. რა დაავადებებს კურნავს საირმის წყაროები:

1. შარდ - კენჭოვანი დაავადებები (თირკმლის ქრნიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით). 

2.ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით).

3. ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრითი, ოსტეოქონდროზი). 

4. კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ანდაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი). თერმული აბაზანები თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღმიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 430 შეადგენს.

თერმული აბაზანები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

1.ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი)

2.ნერვული სისიტემის დაავადებები (ნევროზები, ნეირო-ცირკულარული დისტონია, სისხლის მიმოქცევის მოშლა) 

3.შაქრიანი დიაბეტი (არა ინსულინდამოკიდებული)

4.დერმატოლოგია (კანის ალერგიული დაავადებები, ფსორიაზი)

5.კუჭ-ნაწლავის დაავადებები (კოლიტი, ალერგიები)-(ტარდება კოლონოთერაპია)

6.ინვაზირება (ბავშვებში ჭიების არსებობა) (ტარდება მცირე გამორეცხვები)

7.ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (არამწვავე ფომა, ცისტიტი, პროსტატიტი და ა.შ)

სარეაბილიტაციო ცენტრი თერმული აბაზანები (სპა ცენტრი) თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღმიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 430 შეადგენს. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტისადა გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ საირმის თერმული წყალი ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტურობით როგორც გარეგანი გამოყენებისას აბაზანების სახით–საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიულნერვულ სისტემის, დერმატოლოგიური დაგინეკოლოგიურ დაავადებათა დროს, ასევე შინაგანი გამოყენებისას – საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დროს, კერძოდ:

1.ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი)

2.ნერვული სისიტემის დაავადებები (ნევროზები, ნეირო-ცირკულარული დისტონია, სისხლის მიმოქცევის მოშლა)

3.შაქრიანი დიაბეტი (არაინსულინდამოკიდებული)

4.დერმატოლოგია (კანის ალერგიული დაავადებები, ფსორიაზი

5.კუჭ-ნაწლავის დაავადებები (კოლიტი, ალერგიები)-(ტარდება კოლონოთერაპია)

6.ინვაზირება(ბავშვებში ჭიების არსებობა) (ტარდება მცირე გამორეცხვები)

7.ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (არამწვავე ფომა, ცისტიტი, პროსტატიტი და ა.შ) თერმული აბაზანები (სპა ცენტრი) აღჟურვილია გერმანული კომპანია ,,კრაფტის,, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, ცენტრში ფუნქციონირებს ყველა ტიპის მასაჟის კაბინეტი, ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, მინი ბარი, საპროცედურო კაბინეტები (ჰიდრო მასაჟი, შარკოს დუში, წყნარი აბაზანები, ჰიდროკოლონოთერაპია და სხვა ირიგაციები). ცენტრი უნიკალურია როგორც აღჭურვილობით ასევე იმ თერმული წყლის ქიმიური შემადგენლობით რომლის გამოყენებითაც ტარდება პროცედურები, წყალი არ შეიცავს როდონს. ზოგადად ცენტრი პირველია საქართველოში თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური კურორტების პირველ ხუთეულში გვევლინება.